ბათუმის N18 საჯარო სკოლის 10-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
01-12-2020

ბათუმის N18 საჯარო მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის 10-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„სტატუსის ამაღლებას ვულოცავ სკოლის მასწავლებლებს - მადონა ზოიძეს, ლალი ჭანტურიას, ნინო შოთაძეს, რუსუდან ღლონტს, ქეთევან ჟორჟიკაშვილს, ვენერა აბუსელიძეს, თამარ თავბერიძეს, მაია სურმანიძეს, გურანდა კუკულაძე და მაგდა ხაბაძეს. ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203