„ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ – გორისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ პროექტზე იმუშავეს
01-12-2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ელოშვილმა, რუსუდან ჩქარეულმა, ნათია ჩქარეულმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა, მარიამ გოგიშვილმა და ილია ჩქარეულმა პედაგოგების ირმა სუჯაშვილისა და როდამი მაისურაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ონლაინ პროექტში „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“. 

„პროექტი დაგეგმილი იყო კულტურის სამინისტროს და „საგას - საქართველოს აკადემიური გამომცემლობის“ მიერ. 

პროექტი  1-ლი ოქტომბერს დაიწყო. მასში 700-ზე მეტმა პედაგოგმა და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა მათ რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შეისწავლეს და აღწერეს. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. იხილეთ განხორციელებული პროექტის ბმული“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ სერტიფიკატი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203