ჭვინთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 129 წლისთავს პოეზიის საღამო მიუძღვნეს
01-12-2020

17 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა გორგაძემ, მოსწავლეების მონაწილეობით, პოეზიის საღამო - „რომ მომცა ფრთები გავფრინდებოდი, გადავცდებოდი მე ბედის სამზღვარს“ გამართა.

ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 129 წლისთავს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გალაკტიონის შემოქმედებიდან მათთვის საყვარელი ლექსები წაიკითხეს.  გაიხსენეს პოეტის ცხოვრება და მოისმინეს გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსი -„მთაწმინდის მთვარე“.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა, გიორგი გაგნიძემ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და გაიხსენა გალაკტიონის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203