ციხისფერდის საჯარო სკოლის დირექცია სამ პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს
01-12-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ციხისფერდის საჯარო სკოლის დირექცია სამ პედაგოგს პროფესიულ წინსვლას და წამყვანის სტატუსს ულოცავს. მილოცვას კოლეგებიც უერთდებიან და მასწავლებლებს შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

„ციხისფერდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის პედაგოგებს - ნანა გუჯაბიძეს, ნატო წიტაიშვილსა და მაია არობელიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ვუსურვებთ მათ წინსვლას თავიანთ საქმეში“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო ნადირიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203