თბილისის N173 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ ბიძინაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
01-12-2020

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ ბიძინაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა. მარიამის წარმატებით მისი ოჯახიც გახარებულია.

„მარიამი სულ ახლახან შემოგიერთდათ. ყოველ ხუთშაბათს დიდი ემოციით ელოდება. დღეს მისი პირველი დიპლომია და ვერ აგიხსნით, როგორი ბედნიერია! მადლობა izrune.ge-ს გუნდს საინტერესო სავარჯიშოებისთვის, ბავშვების გახარებისთვის, სტიმულისთვის. ეს ნამდვილად სჭირდებათ ახლა ჩვენ შვილებს“,-სწერს მარიამის მშობელი izrune.ge-ს.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203