ლიის თემის N1 სკოლის დირექტორი ელგუჯა როგავა პედაგოგებს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
01-12-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ირმა სამუშიამ, დარეჯან ქარდავამ და შორენა კვირკვიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. 

სკოლა, დირექტორის ელგუჯა როგავას ხელმძღვანელობით, მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს.

„სკოლა და დირექტორი ელგუჯა როგავა პედაგოგებს: ირმა სამუშიას, დარეჯან ქარდავასა და შორენა კვირკვიას ულოცავს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას. უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203