
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა: გულთამზე ქათამაძემ (დაწყებითი კლასების პედაგოგი) და დალი ქარცივაძემ (ისტორიის პედაგოგი) გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარეს.
მასწავლებლებს დამკვირვებელმა პროფესიონალიზმი მოუწონა და 4 კრედიტით შეაფასა. პედაგოგებს წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
დირექტორი ოთარ დავითაძე და თანამშრომლები ულოცავენ მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.