ხაბელაშვილების საჯარო სკოლის პედაგოგმა, სოფო ბრეგვაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
01-12-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის ხაბელაშვილების საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სოფო ბრეგვაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება მიიღო.

პედაგოგს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

დირექტორი ამირან ბერიძე და თანამშრომლები ულოცავენ სოფო ბრეგვაძეს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ მას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203