ხიდრის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს - თამთა მაისურაძესა და მზია ბერაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
01-12-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა თამთა მაისურაძემ და ინგლისური ენის პედაგოგმა მზია ბერაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მალე წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული პროფესიული წინსვლის სქემაში და ყველა სავალდებულო აქტივობა წარმატებით შეასრულეს.

„ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, როდესაც გაკვეთილებზე დაკვირვების შემდეგ დამკვირვლებლებმა სიხარული ვერ დაფარეს და მითხრეს „თუ ამ დონის მასწავლებლები გყავთ სკოლაში სასწავლო პროცესი მაღალ დონეზე გექნებათ“. თამთა და მზია მჯერა თქვენი, თქვენს მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი პროდუქტიული იქნება და თქვენი წინსვლა კვლავ გაგრძელდება“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203