ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ციცინო ღორჯომელაძე-ძირკვაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
01-12-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ციცინო ღორჯომელაძე-ძირკვაძემ გარე დაკვირვების გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარა. პედაგოგმა დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება მიიღო და 4 კრედიტი დაიმსახურა.

ციცინო ღორჯომელაძე-ძირკვაძეს წარმატებული აქტივობებისთვის წამყვანის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მას წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203