გომის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ციური თედიაშვილმა და ლალი ციცქიშვილმა სტატუსი აიმაღლეს
01-12-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ციური თედიაშვილმა და ლალი ციცქიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203