ქედლების საჯარო სკოლის დირექტორი ხუთ პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს
01-12-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის ქედლების საჯარო სკოლას კიდევ ხუთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. ესენი არიან: ნატო ბოლქვაძე, ნათელა შანთაძე, მაყვალა შავაძე, ნარგიზ ქედელიძე და ზერიკო ბერიძე.
პედაგოგებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და დამკვირვებლისგან კარგი შეფასება - 4 კრედიტი მიიღეს. მასწავლებლებს სტატუსი მალე შეეცვლებათ.
დირექტორი თენგიზ მეხეშიძე ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს მათ.