ველისციხის საჯარო სკოლის პედაგოგის თანაორგანიზებით უფლებადამცველ ქალთა დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
01-12-2020

გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისიციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგის ნანა ნიკოლაშვილის ორგანიზებით, 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სკოლამდელი დაწესებულების მენეჯერები, რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სოფელ ველისციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სამოქალაქო განათლების ექსპერტები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და  ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დისკუსიის დროს მოსწავლეებმაც გამოთქვეს მოსაზრებები ქალთა  დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. 

„დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა - საკითხი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საჭიროებს ქალთა უფლებების საკითხებზე ინფორმირებას“,- აღნიშნავს ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203