ოზურგეთის N3 სკოლის პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
01-12-2020

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ქეთევან კიღურაძემ, ლილი ლომაძე, ნატალია წიტაიშვილმა და ნუნუ ბასილასვილმა სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ვულოცავთ მასწავლებლებს - ქეთევან კიღურაძეს, ლილი ლომაძეს, ნატალია წიტაიშვილს, ნუნუ ბასილასვილს წამყვანი მასწავლებლის წოდების მინიჭებას. წარმატებები ყველას, ველოდებით კიდევ ორი ლელას ქულას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203