„ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ - ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
01-12-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტი „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ განახორციელეს. მათ მასწავლებლები - ლალი გელაშვილი და იზოლდა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

პროექტის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოსწავლეებმა ლაგოდეხის რაიონში  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი მაჭის (თოღას) ციხის  შესახებ მასალები მოძიეს  და მისი წერილობითი აღწერა შეადგინეს.

„პროექტის „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ ფარგლებში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჩაუტარდათ ლექცია-ტრენინგები, ასევე ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები, ხოლო მოგროვებული მასალა პროექტის მესვეური ავტორის მითითებით გამოაქვეყნდა ონლაინ რუკაზე  http://apgeorgia.com/projects/index.php/map/ ნომრით N29

პროექტის ფარგლებში ასევე  მონაწილე ჯგუფს თვალსაჩინოების სახით - ორი წიგნი — „მსოფლიოს რუკები"  და „საქართველოს ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის 100 ძეგლის" საჩუქრად გადმოეცა, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ გეოგრაფიის სწავლების დროს.

პროექტის დასასრულს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებს  და მასწავლებლებს  სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.

პროექტი "ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე" „საგა – საქართველოს აკადემიური გამომცემლობა" სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა" და საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ჰერეთისკარის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ავტორებს საინტერესო შესაძლებლობისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203