სტატუსიან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები განისაზღვრა
01-12-2020

საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 64.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ჯამში 1 802.6 მილიონს შეადგენს.

ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მომავალი წლიდან 100 ლარით გაიზარდება. ამ მხრივ საბოლოო პროექტში არაფერი შეცვლილა და წინა ვარიანტის მსგავსად, აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 10.3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე განათლების მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203