ზემო ქედის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა COVID-19-თან დაკავშირებით ინფორმაციული ღონისძიება გამართეს
01-12-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო კლუბ „პულსის“ ფარგლებში, COVID-19 თან დაკავშირებით  ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეებმა მოიწვიეს კომპეტენტური პირი, რომელმაც გააცნო ბავშვებს ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეები და ასწავლა, როგორ დაიცვან თავი მაქსიმალურად. ასევე გააკეთეს გამოკითხვა, რომლითაც გაიგეს, რამდენად ინფორმირებულები არიან ახალგაზრდები და რამდენად იცავენ რეგულაციებს. გარდა ამისა, გადაიღეს ვიდეო, თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად, რათა ყველანაირი ბაქტერია და ვირუსი მოვიშოროთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203