თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს
01-12-2020
თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლიზი ნიჟარაძესთან ერთად პროექტი „წამყე...“ განახორციელეს.
„ყოველთვის არსებობს გზა, ამას ადასტურებს მე-6 კლასის ვირტუალური მოგზაურობა. პროექტი „წამყე...“ მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლიზი ნიჟარაძესთან ერთად განახორციელეს. ჩაკეტილი სივრცე გაარღვიეს და მათთვის საყვარელი ადგილებისკენ ტექნოლოგიების საშუალებით გაემართნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს რა ნიშნით არის საქართველოს კუთხეები საინტერესო და გამორჩეული, დაასაბუთეს მათი არჩევნის მიზეზები და წარადგინეს ულამაზესი პრეზენტაციები. ჩვენი სკოლა ჩვეული შეუპოვრობით აგრძელებს მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“