„გვეამაყები და გვიხარია შენი წარმატება“-დედოფლისწყაროს N2 სკოლა პედაგოგ ელენე პოპიაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
01-12-2020

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ელენე პოპიაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ჩვენს მათემატიკის მასწავლებელს ელენე პოპიაშვილს, მოუფრინდა 4 კრედიტი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მიიღო. გილოცავთ ეკა, ჩვენო მიზანდასახულო, პროფესიული განვითარებისთვის რომ არ იშურებ ენერგიას, მოფუსფუსე და პასუხისმგებლიანო. გვეამაყები და გვიხარია შენი წარმატება“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203