ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლონდა გორაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
01-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე ლონდა გორაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული. 

მოსწავლემ izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

„მე ლონდა გორაძე ვარ, ჩიქუნეთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე. ჩემი საყვარელი მასწავლებელი კი ლელა შუშანიძეა. izrune.ge-ს ტესტებს ყოველ ხუთშაბათს დიდი სიხარულით ველოდები. მადლობა თქვენ, ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე“,-ამბობს ლონდა.

საყვარელ, მომღიმარ ლონდას ბრწყინვალე შედეგი აქვს და ოჯახი ასახელა!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203