სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგმა, გულიკო ბოჭორიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
01-12-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.

სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, გულიკო ბოჭორიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ულოცავს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, გულიკო ბოჭორიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ სკოლას უკვე 7 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203