ბორითის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - სულიკო დონაძემ და თამთა შალამბერიძემ სტატუსი აიმაღლეს
01-12-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.

სკოლის სპორტის პედაგოგმა, სულიკო დონაძემ და ისტორიის მასწავლებელმა, თამთა შალამბერიძემ სტატუსი აიმაღლეს და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203