საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს - „გზა ჯანმრთელობისაკენ“ ახორციელებენ
30-11-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ პროექტს - „გზა ჯანმრთელობისაკენ“ ახორციელებენ. 

მოსწავლეები სწორი კვების რაციონზე საუბრობენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტს პოპულარიზაციას უწევენ და ამ მიზნით ინტერნეტში ფოტოებს და ვიდეორგოლებს აქვეყნებენ. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სპორტული აქტივობებიც, მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე კედლის გაზეთის დამზადებასაც გეგმავენ. 

პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი ლილი ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მშობელთა და თვითმართველობის წევრთა მაღალი ჩართულობა და კათედრებისა და დამრიგებლების თანამშრომლობა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203