საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე ფანდურზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლებიან
30-11-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუსიკის გაკვეთილები სახალისო და საინტერესოა. 

მე -9 კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავზე - ფანდურზე დაკვრის ხელოვნებას. მოსწავლეებს მუსიკას მასწავლებელი - ნინელი ვიბლიანი ასწავლის. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუსიკის გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოსწავლეს საკუთარი თავის ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. იგი საუკეთესო საშუალებაა თანდაყოლილი, ბუნებრივი მუსიკალური უნარებისა და მიდრეკილებების გამომჟღავნება- გახსნაში.

(ფოტოზე აღბეჭდილია მოსწავლე - სალატინ მუსტაფაევა და მასწავლებელი - ნინელი ვიბლიანი).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203