
2020 წლის 5 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „მასწავლებელი ხარ შენი ერის, სიამაყე და პატიოსნება“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზატორი ქართული ენის პედაგოგი მანანა გორგაძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, დასასრულს კი პედაგოგებს პატივისცემის ნიშნად ყვავილები მიართვეს.
ღონისძიების ორგანიზატორმა ასევე მასწავლებლებს სიმბოლური სამახსოვრო ბუკლეტები და საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები