ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
30-11-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ჟულიეტა ღონღაძემ და მუსიკის პედაგოგმა, ნათია ბარბაქაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს. 

სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203