ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა ქვრივიშვილმა მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა
30-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ნიკა ქვრივიშვილმა მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. 

მოსწავლის დამრიგებელი ციური პაქსაშვილი გახლავთ. 

„გვინდა გაგაცნოთ ცოდნისკარის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ქვრივიშვილი უსუპი(ნიკა). ნიკოლოზი BM recording studio - ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსი ითვალისწინებდა შემდეგს: მონაწილეს უნდა აეტვირთა სიმღერა და მოწონებების მიხედვით გამოცხადდებოდა გამარჯვებული. სწორედ ეს გამარჯვება დაიმსახურა ჩვენმა მოსწავლემ ნიკა ქვრივიშვილმა, მას გადაეცა არაჩვეულებრივი საჩუქრები: სტუდიური სიმღერის ჩაწერა სტუდია - BM recording studio -საგან , კირილე ვაშაკიძის სახელობის ხელოვნების სტუდიაში ერთწლიანი სწავლების ვაუჩერი, მაღაზია აკუსტიკისგან ძვირადღირებული გიტარა და ფოტოგრაფ ნოდო კაპანაძისაგან ფოტო სესია. გამარჯვებულ კონკურსანტს სახლში ესტუმრნენ პროექტის ორგანიზატორები და ადგილზე, პირადად გადასცეს საჩუქრები.

ცოდნისკარის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავ ვუსურვებთ ​წინსვლას და უამრავ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203