
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, თამარ კვიციანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი ირმა ხარაზიშვილი პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.