
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე- ბარბარე მარღიშვილი „კინგსის“ ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
მოსწავლემ სამ საგნობრივ ოლიმპიადაში - ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში იასპარეზა.
ქართულსა და მათემატიკაში დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომი, ინგლისურში კი - მესამე ხარისხისა.
გარდა ამისა, არბარე მარღიშვილი მონაწილეობდა „კინგსის“ ონლაინ ლიგაში მათემატიკაში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.
მოსწავლის პედაგოგი დალი ბაშარული გახლავთ.