თხილნარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამარ გორგაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
30-11-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

ბიოლოგიის მასწავლებელმა, თამარ გორგაძემ გარე დაკვირვება, დისტანციურად, წარმატებით გაიარა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მას წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203