თბილისის N127 სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ
30-11-2020

თბილისის N127 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის 36 პედაგოგიდან 9 არის წამყვანი (მ.შ. 2 პედაგოგმა წელს ონლაინ გაიარა გარე დაკვირვება), 21 კი - უფროსი.

სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის დირექცია და პედაგოგები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო და საინტერესო იყოს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგები პანდემიის პროცესშიც ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. ყველა  პედაგოგი ჩართულია „თიმსის“ პლატფორმით სწავლებაში, სისტემატიურად ვეცნობით აღნიშნულთან დაკავშირებით სიახლეებს და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ სწავლება იყოს მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო“,- ნათქვამია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203