
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ლალი ასლანიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი ლალი გელხაური პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.