
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით და საზეიმო განწყობით დაიწყეს.
მოსწავლეთა დამრიგებელი მარეხი ოქრომჭედლიშვილი გახლავთ.
„პირველკლასელებისთვის 6 ოქტომბერი დაუვიწყარი იქნება. ანბანის შემობრძანებას ზეიმით შეხვდნენ და დედა ენას ვარსკვლავი გაუხსნეს. ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით გამოხატეს თავიანთი განწყობილება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და იცავს.
იხილეთ ფოტოები