
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
პედაგოგებმა - ბელა ბერიაშვილმა, ლელა ჩერქეზიშვილმა, ხათუნა ზაქარიაშვილმა და ლუდმილა ნიავაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.