ხაშურის N2 სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
30-11-2020

ხაშურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - მარიამ ფერაძემ, ნანა მამულაშვილმა, მარინე ეგნატაშვილმა, მარი გოგოლაძემ და მარინა ლაბაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს. 

სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203