1800–მდე მოსწავლის მშობლის მოთხოვნის საფუძველზე დისტანციურ სწავლებაზე გადადიან ახალქალაქის სკოლები
29-11-2020

ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლები 30 ნოემბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. აღნიშნულის მიზეზი 1800–მდე მოსწავლის მშობლის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გაკეთებული მიმართვა გახდა. 

29 დეკემბრამდე გააგრძელებს დისტანციურ სწავლებას ახალციხის მე–6 საჯარო სკოლა, სადაც მშობლების ნაწილი, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ითხოვს სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სამხრეთ კარიბჭის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ ახალციხის 1–ლი და მე –3 სკოლებიც, ხოლო მე–5 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

შეზღუდვების გამკაცრების მიუხედავად, 28 ნოემბრიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვა მხოლოდ დიდ ქალაქებში იზღუდება. დანარჩენ სკოლებში კი დისტანციურზე გადასვლის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებენ, თუ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდება, მაგრამ არაერთ სკოლაში, უსაფრთხოების მიზნით მშობლები დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ. 

იხილეთ ასევე: სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე 8 ქალაქსა და სათხილამურო კურორტებზე გადადის - ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

„რა დავაშავეთ რეგიონის სკოლის პედაგოგებმა? გამოდის, კორონა მხოლოდ ქალაქის მასწავლებლებისთვის არის საშიში!“ - რა გამოხმაურება მოჰყვა პედაგოგის პოსტს? 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203