„ასეთ პირობებშიც საუკეთესო განათლების მიღებას ვახერხებთ“-ზედა საქარის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სახალისოდ მიმდინარეობს
27-11-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

„როცა პანდემია მძვინვარებს, როცა ლოზუნგი - „დარჩი სახლში“ აქტიურად გაისმის, ჩვენ ასეთ პირობებშიც საუკეთესო განათლების მიღებას ვახერხებთ..

დიახ, ეს პირველკლასელთა ნამუშევარია საყვარელ მაია მასწავლებელთან ერთად. სახალისო აქტივობით შეგვახსენეს ანდაზები და გაგვახალისეს კიდეც... წარმატებები პატარებო!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203