ზესტაფონის N7 სკოლის პედაგოგს - მარი ფორჩხიძეს მინისტრის ბრძანებით მენტორის სტატუსი მიენიჭა
27-11-2020

ზესტაფონის N7 სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - მარი ფორჩხიზეს მინისტრის ბრძანებით მენტორის სტატუსი მიენიჭა.

მასწავლებლები და დირექტორი მარეხი ქათამაძე ულოცავენ მარი ფორჩხიძეს მიღწეულ წარმატებას.

პედაგოგი ასევე მონაწილეობს მსოფლიოს მასწავლებლის ჯილდოს კონკურსში. მან გადალახა ორი ეტაპი და გავიდა ფინალში, სადაც უკვე ყველა წარმოდგენილი მასწავლებელი გამარჯვებულია. კონკურსის ფინალი დეკემბერში გაიმართება. 

„დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მსოფლიოს მასწავლებლის ჯილდოს მფლობელს, მარი ფორჩხიძეს, მენტორის სტატუსის მინიჭებას! ღირსეულად ეტარებინოს ეს უდიდესი წოდება!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203