თბილისის N62 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
27-11-2020

თბილისის N62 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „სამი გოჭის“ ამბავი სულ სხვა რაკურსით დაინახეს და გაიაზრეს.

დამრიგებელმა და ბუნების მასწავლებელმა ლია ჭურაძემ უსაფრთხო გარემოზე მუშაობისას მათ მრავალფეროვანი აქტივობები და კომპლექსური დავალება შესთავაზა.

„მოსწავლეებმა ბევრი იფიქრეს და იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, მყუდრო, თბილი, სიყვარულით სავსე სახლი და ეს ყველაფერი საპრეზენტაციო ნამუშევრებში ასახეს.

ჩვენი სკოლა აგრძელებს ზრუნვას მომავალი თაობების განათლებაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203