ტაბაკინის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქეთევან კუპრაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
27-11-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ქეთევან კუპრაძემ დისტანციურ რეჟიმში გარე დაკვირვების საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

დამკვირვებელმა მისი გაკვეთილი დადებითად შეაფასა და პედაგოგმა 4 კრედიტი დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქეთევან კუპრაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგს წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203