„ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ - ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
27-11-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო  სკოლაში მთიანი სოფლების პრობლემას - მოსწავლეთა სიმცირეს, პანდემიის შიშქვეშ ცხოვრებაც დაემატა. სკოლაში სულ ოთხი  მოსწავლეა: მეორეკლასელი ნიკოლოზ გოგსაძე, მეოთხეკლასელი ლიზი გოგსაძე. მერვეკლასელი დავით ნეფარიძე და მეცხრეკლასელი ანი არდია.

მოსწავლეებმა პროექტზე „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ იმუშავეს. დირექტორი პროექტზე მუშაობის დეტალებსა და მოსწავლეთა აქტივობებზე გვიამბობს.

„ვიცავთ რეგულაციებსა და ვცდილობთ სწავლისა და ცხოვრების  ძველებურად  გაგრძელებას. მასწავლებლების მცდელობის მიუხედავად,  დღეები ერთფეროვანი და რუტინულია.

რამდენადმე სიხალისე შემოიტანა ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულის, სალომე ვაჩაძის, გამოჩენამ. ის თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მეათე კლასში სწავლობს, მაგრამ გაკვეთილები დისტანციურად უტარდება და ჩვენი სკოლიდან ერთვება. გაიხარა ანიმ მეგობრისა და თანამოაზრის გამოჩენით და, როცა პროექტზე: „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ მუშაობა დავიწყეთ, ხალისით ჩაერთო ანისა და დავითთან ერთად. მათ, ჩემი ხელმძღვანელობით, თემად  მახლობელ სოფელ ხოტევში არსებული უძრავი არქიტექტურული ძეგლი „ხოტევის ციხე“ აირჩიეს. ექსკურსიის მოწყობაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ანი არდიას მიერ ინტერნეტში მოძიებული ფოტოებით, სხვადასხვა  ლიტერატურის გაცნობითა და პედაგოგების მიერ მოწოდებული გადმოცემებით დაკმაყოფილდნენ, მაგრამ უფრო მეტად დაინტერესდნენ ძეგლით და გადაწყვეტილი აქვთ შესაძლებლობის გაჩენისთანავე ინახულონ.

პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა და სერთიფიკატიც მოვიპოვეთ“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203