
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო. მონატრებული მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლასა და პედაგოგებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამ დაწყებითი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებულად გაახალისა. პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყევს.
„დაიწყო მონატრებული სასწავლო წელი. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ჩემო პატარებო. ბედნიერი მომავალი თქვენ“,-წერს თამარ გიგიაძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები