თხილნარის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ლუიზა შარაშიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
27-11-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის ქიმიის  მასწავლებელმა ლუიზა შარაშიძემ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება. მას მნიშვნელოვანი აქტივობის შესრულება დისტანციურად მოუწია.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას საქმიანობაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203