ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები პედაგოგის ნათელა ლამპარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
27-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგის - ნათელა ლამპარაძის გარდაცვალების გამო.

„ნათელა მასწავლებელი იყო გულისხმიერი ადამიანი და ბრწყინვალე პედაგოგი, რომელმაც უამრავი თაობა აღზარდა, ის არა მარტო საგანს, არამედ ცხოვრებას, ერთგულებას და ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა.

ბიოგრაფია ადამიანის გარდაცვალებით არ მთავრდება, ყველა ჩვენთაგანი გაკეთებული საქმეებით განაგრძობს ცხოვრებას სხვათა ცხოვრებაში. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203