ჩაისუბნის N2 სკოლის პედაგოგი მერი ყურშუბაძე სადამრიგებლო ონლაინ საათებს ხშირად ატარებს
27-11-2020

ქობულთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დამრიგებლები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებასა და მათი უნარების გაუმჯობესებაზე. ერთ-ერთი მათგანი დამრიგებელი მერი ყურშუბაძეა, რომელიც ხშირად ატარებს სადამრიგებლო ონლაინ საათებს მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

„დამრიგებელი დაწყებითი კლასის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის შედეგების გაცნობა.

სადამრიგებლო საათი ეფუძნება იმ თემებს, რომლის საშულებითაც მოსწავლეების პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა ხდება. ასევე მოსწავლეთა მხრიდან მათი შესაძლებლობების გამოვლენა ხდება.

პირველი კლასის დამრიგებელი მერი ყურშუბაძე ხშირად ატარებს სადამრიგებლო ონლაინ საათებს მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე. გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს, რაც მოსწავლეებს დააფიქრებს, იაზროვნონ, იმსჯელონ და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე ხშირად უკითხავს სხვადასხვა შინაარსის ტექსტებს. „მურიკელას ამბავის“ მოსმენის შემდეგ საკუთარი დამოკიდებულება პატარებმა ნახატებით გადმოსცეს“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203