თბილისის N127 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
27-11-2020

თბილისის N127 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სანამ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა, დირექციამ მაქსიმალურად იზრუნა, რომ მოსწავლეებსა და დასაქმებულებს სკოლაში უსაფრთხო გარემო ჰქონოდათ.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, ასევე შესასვლელებთან განთავსებული დეზობარიერები.

ამ ეტაპზე, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203