„ეტალონი“ ერთადერთი ნათელი წერტილია ბავშვებისთვის“-კაბლის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ​ის მეორე ეტაპის ღონისძიებას სულმოუთქმელად ელოდნენ
27-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მონდომებით ჩაერთვნენ, წარმატებას მიაღწიეს და მეორე ეტაპის ღონისძიებას დიდი სიხარულით ელოდნენ.

სკოლის პედაგოგი აღნიშნავს, რომ ლაგოდეხში ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველას, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ღონისძიება ჩატარდეს. მისი თქმით, „ეტალონი“ ერთადერთი ნათელი წერტილია ბავშვებისთვის და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ხელს უშლის „ეტალონის“ ღონისძიების ჩატარებას.

„სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ბავშვები სერტიფიკატებს და სიგელებს, წარმატებით გაიარეს პირველი ტური იმის იმედით, რომ მეორე ტურში მიიღებდნენ მონაწილეობას და გამოვლინდებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“, მაგრამ სამწუხაროდ, არსებული სიტუაციის გამო ეს ყველაფერი ვერ ხერხდება!“,- გულდაწყვეტით აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203