ციხიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ისტორიის მასწავლებელ ცირა კაკუშაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავენ
27-11-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ცირა კაკუშაძეს, გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს და  ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და სიმშვიდეს უსურვებს.

მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

პედაგოგმა ცირა კაკუშაძემ 2020-2021 სასწავლო წლის 16 ნოემბერს გაიარა გარე დაკვირვება ისტორიაში, თემაზე - რას ნიშნავს „წინასახელმწიფოებრივი“ კოლხეთი. გარე დაკვირვების გაკვეთილი შეუფასდა დადებითად და მან 4 კრედიტქულა დაიმსახურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203