ჭვინთის საჯარო სკოლაში ღონისძიება -„მოგვილოცნია ცოდნის ზეიმი“ გაიმართა
27-11-2020

15 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება -„მოგვილოცნია ცოდნის ზეიმი“ გაიმართა. 

ღონისძიება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, უფროსკლასელებმა კი თანაკლასელებს და პედაგოგებს სწავლის დაწყება სიტყვით მიულოცეს.

„ქართული ენის პედაგოგმა, მანანა გორგაძემ მოსწავლეებს პერსონალურად მიულოცა სწავლის დაწყება და სიმბოლურად გადასცა კონვერტში მოთავსებული წერილები, სადაც ჩაწერილი იყო მიხეილ ჯავახიშვილის „ წერილი ქალიშვილისადმი“ , რითაც მან აქცენტი გააკეთა ადამიანის პიროვნულ დამოკიდებულებაზე შრომისადმი. ამ დღეს განწყობა იყო ყველაფრის მიუხედავად ძალზედ ამაღლებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203