კირიხლოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა, სოფიკო ლეკიაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
27-11-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებელმა, სოფიკო ლეკიაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და იანვარში სტატუსის ცვლილებას ელოდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203